მთაწმინდაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2020 13:26
მთაწმინდაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ი. ნიკოლაძის ქუჩა N6-ში და გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მთაწმინდის გამგეობა სპორტული მოედნების დემონტაჟს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, 900 კვ.მ ფართობზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, შეიცვლება ლითონის მავთულ-ბადეები, განახლდება ფეხბურთის კარები. ასევე, დამონტაჟდება კალათბურთის ფარები.

მიმდინარე სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო.