პერფორმანსი პარლამენტში - ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა სხდომაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2020 14:45
პერფორმანსი პარლამენტში - ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა სხდომაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა  ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

ხოშტარია კომიტეტის სხდომაზე სიის დარიგებას ცდილობდა, რომელიც მისი თქმით, პოლიტპატიმრების სიაა. მას კომიტეტის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.