სასამართლომ „გაბედეს“ 5 წევრი სიტყვიერად გააფრთხილა
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2020 15:31
სასამართლომ „გაბედეს“ 5 წევრი სიტყვიერად გააფრთხილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „გაბედეს“ წევრებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. 

საქმე ეხება 22 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე დაკავებულ ხუთ პირს, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.