კახა კალაძე გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ამობეჭდვა · 17 / 02 / 2020 22:04
კახა კალაძე გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი, კახა კალაძე კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.

"მინდა მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის, გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო.
გიორგი შენგელაიამ ქართულ კინოს არაერთი საინტერესო ფილმი და კინოსახე შემატა.
ვუსამძიმრებ ქართული კინოს მოღვაწეებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს", - წერს კალაძ ფეისბუქგვერდზე.

გიორგი შენგელაია დღეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.