უხანის საავადმყოფოს დირექტორი კორონავირუსით დაიღუპა
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2020 10:38
უხანის საავადმყოფოს დირექტორი კორონავირუსით დაიღუპა

ჩინეთში, კორონავირუსით უხანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს დირექტორი ლიუ ზიმინგი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ამ დროისთვის, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 900-ს აღწევს, ხოლო ლაბორატორიულად ვირუსი 72 400-ზე მეტ ადამიანს უდასტურდება.