ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი განქორწინების დროს, საჯარო რეესტრში მოკლა
ამობეჭდვა · 18 / 02 / 2020 18:21
ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი განქორწინების დროს, საჯარო რეესტრში მოკლა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ვინაობა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი მეზობლებზე დაყრდნობით ადგილიდან იუწყება, ბრალდებულის სახით დაკავებულია 28 წლის გიგა აბრალავა.

ის დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, გიგა აბრალავა და მისი მეუღლე, 26 წლის სალომე ბოხუა უკვე ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. დღეს კი სამოქალაქო რეესტრში განქორწინება ოფიციალურად უნდა გაეფორმებინათ, როდესაც გიგა აბრალავამ მოულოდნელად მეუღლეს ყელის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

გიგა აბრალავას და სალომე ბოხუას ორი მცირეწლოვანი შვილი - რვა და ექვსი წლის გოგოები ჰყავთ.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.