ქუთაისში „ქართუ ბანკთან“ ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა
ამობეჭდვა · 19 / 02 / 2020 14:28
ქუთაისში „ქართუ ბანკთან“ ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა

,,ახალგაზრდებს ვერ იყიდით", ,არა ხარბ ოლიგარქს" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში. „ქართუ ბანკთან“ ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ პერფომანსის გამართვა სცადა.

მათ სურდათ, ვიდეო კადრების გაშვება ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე, ლარის გაუფასურებაზე და სხვა საკითხებზე.

თუმცა, სამართალდამცავები და მერიის ზედამხედველობის სამახურის წარმომადგენლები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა. მათ ადგილზე პლაკატები გააკრეს ,"საქართველო ერთ ჯიბეში".