ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2020 09:59
ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

საქართველოს ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მას საპატიმროსთან მხარდამჭერები დახვდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 მაისში დააკავეს.ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა, რაზეც უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წარდგენილი.