ტვინიდან სიმსივნის ამოკვეთისას მუსიკოსი ვიოლინოზე უკრავდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 20 / 02 / 2020 13:11

53 წლის მევიოლინე დაგმარ ტერნერი თავის ტვინის სიმსივნეს 2013 წლიდან ებრძვის. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ლონდონის საავადმყოფოში ჩაუტარდა. მსგავსი ნეიროქირურგიული ოპერაციები დიდ სიზუსტეს მოითხოვს. იმისთვვის, რომ პაციენტს ოპერაციის შემდეგ ლაპარაკის ან მოძრაობის უნარი არ დაჰკარგვოდა, მედიკოსებმა მას ოპერაციის დროს ვიოლინოზე დაკვრა სთხოვეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.