ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2020 12:49
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, გზების სრული რეაბილიტაცია ამაღლების ქუჩაზე მიმდინარეობს.

მასშტაბური სამუშაოების შედეგად, ამორტიზებული გზის საფარი 5 000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 397 000 ლარი არის გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოწესრიგდება საკომუნიკაციო ჭები, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.

 საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.

ამაღლების ქუჩაზე მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.