17 წლის ბიჭმა მამა მოკლა
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2020 18:12
17 წლის ბიჭმა მამა მოკლა

საჩხერეში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა მამა მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.