აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2020 19:12
აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს

აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი გახდა. გადაწყვეტილება დღეს, 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

მანამდე ვახო ხუზმიაშვილი „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები – ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

კომისია, რომელმაც ტელევიზიის დირექტორის მოადგილე შეარჩია, გასაუბრება დახურა. მიზეზებზე საუბარი არც კომისიის წევრმა, ნინო უტიაშვილმა არ ისურვა. იგი აჭარის ტელევიზიაში იურიდიული მხარდაჭერის სამსახურს ხელმძღვანელობს.  

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოსტი 2 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური, როცა ნათია ზოიძემ ეს პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა.