ავსტრალიელმა რაგბისტმა ცოლშვილი დაწვა
ამობეჭდვა · 21 / 02 / 2020 23:11
ავსტრალიელმა რაგბისტმა ცოლშვილი დაწვა

ავსტრალიელმა რაგბისტმა ბაქსტერმა ცოლშვილი მოკლა. როგორც გამოძიება იუწყება, ყოფილმა რაგბისტმა როუენ ბაქსტერმა მანქანას, სადაც მისი ცოლი ჰანა კლარკი (31 წლის) და სამი შვილი, (6,4 და 3 წლისები) იმყოფებოდნენ, ბენზინი გადასხა და ცეცხლი მოუკიდა. შემდეგ ის თავადაც ჩაჯდა მანქანაში.

ბაქსტერი მანქანიდან გადმოსვლის მცდელობისას გარდაიცვალა, ბავშვები მანქანაშივე დაიწვნენ, ხოლო მათი დედა საავადმყოფოში მიყვანისას.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ქალი სისტემატიურად იყო ძალადობის მსხვერპლი, ხშირად მიმართავდა სამართალდამცველებს და ბოლო პერიოდი გარიდებული იყო მოძალადე ქმარს.

საქმის გამომძიებლის შეფასებამ მთელს ავსტრალიაში რისხვა და აღშფოთება გამოიწვია, მან განაცხადა რომ ვინ იცის რამ აიძულა ბაქსტერი ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, იქნებ ქალმა პროვოცირება გაუკეთა მას.

საზოგადოების მოთხოვნით პოლიციელი საქმეს ჩამოაცილეს.