ინდოეთში გეოლოგებმა 3 ათასი ტონა ოქრო იპოვეს
ამობეჭდვა · 22 / 02 / 2020 17:35
ინდოეთში გეოლოგებმა 3 ათასი ტონა ოქრო იპოვეს

ინდოეთში გეოლოგებმა დიდი რაოდენობით ოქრო იპოვეს, რომელიც ქვეყნის ოქროს მარაგს 5-ჯერ აღემატება. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, 3 ათას ტონა ოქროს უტარ-პრადეშის შტატში, სონბჰადრას ოლქში მიაკვლიეს. ნაპოვნი ოქროს ღირებულება 12 ტრილიონ რუპიას აღემატება.

გეოლოგიური სამუშაოები სონბჰადრაში 1992 წლიდან ტარდება.