ჩინეთიდან დაბრუნებულ 2 ქართველს, რომლებიც საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში იმყოფებიან, ტემპერატურა აქვს
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2020 11:03
ჩინეთიდან დაბრუნებულ 2 ქართველს, რომლებიც საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში იმყოფებიან, ტემპერატურა აქვს

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე საჩხერეში სასტუმროში არიან განთავსებული. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, 34-ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მისივე თქმით, ორ პირს გუშინ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი იზოლირებული არიან და სასტუმროში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

რაც შეეხება პირობებს, საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის თქმით, საქართველოს 34 მოქალაქე დამაკმაყოფილებელ პირობებში იმყოფება.

ცნობისთვის, ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე 21 თებერვალს ღამით დაბრუნდა. მათ ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვეს, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები სახელმწიფომ უზრუნველყო.საქართველოს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს საჩხერეში გაივლიან.

interpressnews.ge