ქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად ბავშვები გადაარჩინა
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2020 20:11
ქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც სიცოცხლის ფასად ბავშვები გადაარჩინა

ქობულეთის მერია ციხისძირში საბავშვო ბაღის პედაგოგის მარინა კონცელიძის მემორიალის მოწყობისთვის ტენდერს აცხადებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს, მაშინ, როცა პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ყავდა ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო, ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ტენდერი 5000 ლარზეა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 25 თებერვალს სრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა მემორიალის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა დაასრულოს.

ajaratv.ge