ძაღლი პოლიციაში თავისი დაკარგვის შესატყობინებლად მივიდა
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2020 20:16
ძაღლი პოლიციაში თავისი დაკარგვის შესატყობინებლად მივიდა

ტეხასში ძაღლი პოლიციის დეპარტამენტში მივიდა, რათა შეეტყობინებინა, რომ დაიკარგა.

პოლიციის თანამშრომლებმა მისი პატრონის პოვნა ვერ შეძლეს, რადგან ყელსაბამის სამაგრი, რომელზეც დაკარგვის შემთხვევაში საჭირო სათანადო ინფორმაციაა დატანილი, დაკარგული ჰქონდა.

პოლიციელების თქმით, გარკვეული დროის შემდეგ ძაღლმა, სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ მას ვერ დაეხმარებოდნენ და განყოფილება დატოვა, ისევე სწრაფად, როგორც იქ გაჩნდა.