საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 23 / 02 / 2020 23:06
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას.

"მდინარის ადიდების გამო გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ოთხი დღის განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები", - ნათქვამია განცხადებაში.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები, უკვე ინფორმირებულია ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.