ბათუმის პლაჟები მართვაში ბრენდულ სასტუმროებს გადაეცემა
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2020 12:59
ბათუმის პლაჟები მართვაში ბრენდულ სასტუმროებს გადაეცემა

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებს პლაჟები მართვაში გადაეცემა. 

საკითხი ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და დეპუტატები მასზე ხვალ, 25 თებერვალს, იმსჯელებენ. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პლაჟების გასხვისება არ ხდება და კერძო კომპანიების სასარგებლოდ არ დაიხურება. 

ბათუმის მერიის პროექტის თანახმად, სანაპირო ზოლის ის ნაწილი მიეცემათ სასტუმროებს მართვაში, რომელიც მის წინ მდებარეობს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, "ბათუმი თაუერი" პირველი სასტუმრო იქნება, რომელსაც პირდაპირი წესით, იჯარის ფორმით გადაეცემა პლაჟი მართვაში.

,,საზოგადოების ინტერესი იქნება დაცული და პლაჟის შემოღობვა არ მოხდება, იქ გადაადგილება ყველასთვის იქნება თავისუფალი" - განაცხადა ლაშა კომახიძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

რატომ გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა? ჟურნალისტებს ლაშა კომახიძემ უთხრა, რომ მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი და მოთხოვნა პლაჟზე გამართული ინფრასტრუქტურა და სერვისები იყოს, რომლის შეთავაზების შესაძლებლობა აქვს დიდ კომპანიებს. 

 

 

იხილეთ ვრცლად