ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2020 14:41
ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

25 თებერვალს, საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 თებერვალს საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.
 
"დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.