26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2020 18:12
26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალადიანის და ეროსი მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის,  ცოტნე დადიანის II კვარტლის, ცოტნე დადიანის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, სვანეთის, ალექსანდრე მრევლიშვილის, წიკლაურის, ჩაქვის, მანჯგალაძის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ I, თამარაშვილის, ქართლელიშვილის, ნიკო მარის, კამალოვის, ქებურიას, კისისხევის, ძმობის, წაღვერის, ურიდიას, წრომის, ბიჩინაშვილის, სააკაძის, საჭილაოს, გომბორის, ლიკანის, მესხიშვილის, სუმბათაშვილ-იუჟინის, გულრიფშის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  დასახლების IV მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების და ქართველიშვილის ქუჩის   მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ფიროსმანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარაკონის და ჯორჯაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილის, წინამძღვრიშვილის და ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და დავით კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, რევაზ ჯაფარიძის და გალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ჟვანიას, მარაბდის, ქობულეთის, მარუხის გმირთა, ბარნოვის, ჯანაშვილის, იოველ ქუთათელაძის, შროშის, რაფიელ ერისთავის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთის, მცხეთის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, გამსახურდიას I, II კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ხვიჩიას, ბროლოსანის, შორსის, საბურთალოს, შარტავას, ანაგის, კალისტრატე ქუთათელაძის, ჭაბუკიანის, ანა კალანდაძის, იოსებიძის, პეტრე იბერის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.