ჰარვი ვაინშტაინი ნაფიცმა მსაჯულებმა გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
ამობეჭდვა · 24 / 02 / 2020 22:44
ჰარვი ვაინშტაინი ნაფიცმა მსაჯულებმა გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიც მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი ბრალდების ხუთი პუნქტიდან ორი პუნქტით გაასამართლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ჰარვი ვაინშტეინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტეინი დამნაშავედ ცნეს თავისი ასისტენტის მირიამ ჰალეის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და ასევე სტილისტის ჯესიკა მანის გაუპატიურებაში.

ამავდროულად, ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი გაამართლეს ბრალდების სამი პუნქტით, რომელიც უფრო სერიოზულ გაუპატიურებას მოიცავდა და რომლის თანახმად, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.

ცნობისათვის, გასულ კვირას ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ორ პუნქტზე ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა საერთო აზრამდე ვერ მივიდა.