ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2020 10:29
 ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვარსკვლავს ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა.

ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო სულ 10-მა მსახიობმა მიიღო.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის პრემიერა 2019 წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.