მატარებლიდან ჩამოსმულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ამობეჭდვა · 25 / 02 / 2020 12:22
 მატარებლიდან ჩამოსმულ ჩინელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

გამო თბილისი-ბათუმის მატარებლიდან ჩამოსვეს და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტებმა შანხაი დატოვეს ერთი თვის წინ და 3 კვირა იყვნენ დუბაიში.

"ამის შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ჯერ იყვნენ გუდაურში, შემდეგ თბილისში და მიდიოდნენ ბათუმში. ეს ეპიდანამნეზი გამორიცხავს კორონავირუსის არსებობას. რამდენიმე საათით ვაკვირდებოდით. ტემპერტურა არ ჰქონიათ, ასევე არ ყოფილა არანაირი სიმპტომი, რაც შეიძლება კორონავირუსის შემთხვევაში დაფიქსირდეს”, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ჩინეთის ამ მოქალაქეებმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს.