საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამირან გამყრელიძე
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2020 10:04
საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“  საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება.

ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.