გურჯაანში საავადმყოფო დაცხრილეს
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2020 12:25
გურჯაანში საავადმყოფო დაცხრილეს

გურჯაანის საავადმყოფს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ-ერთი პაციენტის, მ.ბ.-ს ოთახს ესროლეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა.

სროლამდე ერთი დღით ადრე ამ პაციენტს თანასოფლელებთან კონფლიქტი მოუვიდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა.

მ.ბ.-ს წარსულში მკვლელობის მუხლით არის ნასამართლევი და მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.

საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
imedinews.ge