ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2020 16:28
ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

ხვალ ვანო მერაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის Facebook-ზე გავრცელდა.

ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში.

ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.