მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2020 17:45
მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ აღნიშნულია გამოცემა Vanity Fair-ში გამოქვეყნებულ ექსკლუზიური სტატიაში, სათაურით „ჩოგბურთო, გემშვიდობები“.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის რუსს სპორტსმენს მოგებული აქვს 5 დიდი სლემის ტურნირი: 2 საფრანგეთის ღია პირველობა, 1 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა.