კორონავირუსთან დაკავშირებით ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2020 18:33
კორონავირუსთან დაკავშირებით ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კორონავირუსის (COVID-19) შესახებ და ადგილზე არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა.

ელჩმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ იტალიის რომელ რეგიონში და ქალაქებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი შემთხვევა და რა ღონისძიებებს, აკრძალვებსა თუ შეზღუდვებს მიმართავს ქვეყანა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით .
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) სწრაფი გავრცელება საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე სახელმწიფოების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახდენს ინფორმაციის გაცვლას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და სხვადასხვა კოლეგა უწყებებს შორის.