როცა გაყოფილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო რიკოთის უღელტეხილით, ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს გვქონია - ფინანსთა მინისტრი
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2020 18:40
როცა გაყოფილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო რიკოთის უღელტეხილით, ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს გვქონია - ფინანსთა მინისტრი

როცა გაყოფილია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო რიკოთის უღელტეხილით, ეკონომიკურად ერთი ქვეყანა არასდროს გვქონია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - "საქართველო და მსოფლიო 2020" განაცხადა.

ეკონომიკური კონფერენცია - "საქართველო და მსოფლიო 2020"  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა.

წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.