ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2020 21:22
ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და რეგიონში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მდგომარეობის განხილვა და ინფორმაციის გაცვლა რეგიონის ქვეყნების მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციასთან განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ელჩმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია დღეს ირანის სხვადასხვა რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის. აღინიშნა, რომ ვირუსის გავრცელება უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე სახელმწიფოების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ აუცილებელია შესაბამისი ინფორმაციის სწრაფი ურთიერთგაცვლა, რათა კოორდინირებულად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია.