ინფექციურ საავადმყოფოსთან პოლიციაა მობილიზებული
ამობეჭდვა · 26 / 02 / 2020 21:53
ინფექციურ საავადმყოფოსთან პოლიციაა მობილიზებული

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოსთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, ისინი პრევენციის მიზნით იმყოფებიან ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, რომელთაც, სავარაუდოდ ახალი პაციენტი შეიყვანეს კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 14 პაციენტი იმყოფება. დაუდგენელია, მათ აქვთ თუ არა კორონავირუსი.

ცოტა ხნის წინ. ერთ-ერთი პაციენტი გამოვიდა კლინიკიდან და განაცხადა, რომ ის ავად არ არის, თუმცა ის მედიკოსებმა ძალის გამოყენებით უკან დააბრუნეს.