ამიერიდან უბრალოდ ჰარი დამიძახეთ - პრინცი ჰარი
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2020 13:58
ამიერიდან უბრალოდ ჰარი დამიძახეთ - პრინცი ჰარი

კანადიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულმა პრინცმა ჰარიმ შოტლანდიაში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრეებს უთხრა, რომ ამიერიდან მიმართვის ფორმაში პრინცი აღარ გამოეყენებინათ.

ტურიზმის განვითარების კონფერენციაზე, მან ითხოვა, რომ მისთვის უბრალოდ ჰარი დაეძახებინათ. ის უკანასკნელ საჯარო ღონისძიებებში ერთვება, რის შემდეგაც, ცოლთან, მეგან მარკლთან ერთად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარეთ ახალ ცხოვრებას არ დაიწყებს. მეგანსა და ჰარის სამეფო ვალდებულებები 31 მარტს შეუწყდებათ.