ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2020 19:24
ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ The Independent წერს. 

ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტი მასუმე ებთეკარი ერთ-ერთია იმ 254 ადამიანიდან, რომელიც ირანში კორონავირუსით დაავადდა. ქვეყანაში COVID 19-ს უკვე 26 ადამიანი ემსხვერპლა. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც დაავადდა - ირაჯ ჰარირიჩიმ ამის შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით თავად შეატყობინა.