"შემასხეს გაურკვეველი ნივთიერება, დამწვეს სახე და მირტყეს ფეხები" - კუპრავა თავდასხმაზე
ამობეჭდვა · 27 / 02 / 2020 23:12
"შემასხეს გაურკვეველი ნივთიერება, დამწვეს სახე და მირტყეს ფეხები" - კუპრავა თავდასხმაზე

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ის ამ წუთებში კლინიკაში იმყოფება. კუპრავა თავდასხმას მის აქტივობებს უკავშირებს. მისი თქმით, თავდამსხმელებს არ იცნობს.

"მანქანიდან რომ ჩამოვედი, ორი ბიჭი მოვიდა, ვითომ რაღაცის კითხვა უნდოდათ და შემომასხეს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება, დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე და იმის მერე სახეში მირტყეს ფეხები. ცხადია, ეს არის გახარიას და მისი ზონდერ კამანდის მოწყობილი ჩემი აქტივობებისთვის", - უთხრა კუპრავამ მთავარ არხს.

"ეს იყო პასუხი ხელისუფლებისგან, მაგრამ ივანიშვილმა და გახარიამ უნდა იცოდნენ - როგორც კი გამომწერენ, პირველი იქნება ისევ აქცია ან გახარიას უწყებასთან, ან ივანიშვილის უწყებასთან", - თქვა კუპრავამ.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.