"მთელს ჩემს ენერგიას მივმართავ იმისკენ, რომ ჩემს საყვარელ ხალხს ასმაგად დაგიბრუნოთ სიკეთე"
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2020 00:23
"მთელს ჩემს ენერგიას მივმართავ იმისკენ, რომ ჩემს საყვარელ ხალხს ასმაგად დაგიბრუნოთ სიკეთე"

დღეს, თბილისის მერის კახა კალაძის დაბადების დღეა. კალაძე საზოგადოებას მილოცვისთვის მადლობას უხდის.

"წელსაც, ისევ, ამჯერადაც! მათბობს და სიცოცხლით, ენერგიით მავსებს თითოეული თქვენი სიტყვა, სურვილი, მილოცვა. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს მეგობრებისგან და ახლობლებისგან, ეს არის სიყვარული.

მაგრამ, ფასდაუდებელია და შეუფასებელია ის დამოკიდებულება, რაც სრულიად უცხო ადამიანებისგან მოდის. ჩემთვის ეს არის მთელი სამყარო, სტიმული! და მთელს ჩემს ენერგიას მივმართავ იმისკენ, რომ ჩემს საყვარელ ხალხს ასმაგად დაგიბრუნოთ ეს საოცარი განწყობა და სიკეთე. მადლობას გიხდით ყველა", - წერს კალაძე.