ჰონგ-კონგში ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა დაუდგინდა
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2020 16:08
ჰონგ-კონგში ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა დაუდგინდა

ჰონგ-კონგში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის შინაურ ძაღლს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა. ინფორმაციას nypost.com-ი ავრცელებს.

სამედიცინო მუშაკები დარწმუნებულნი არ არიან, ძაღლი ინფიცირებულია, თუ უბრალოდ ვირუსს ატარებს პირისა და ცხვირის ღრუში. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.

ჰონგ-კონგის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ არის იმის მტკიცებულება, რომ ცხოველები კორონავირუსით შეიძლება დაინფიცირდნენ, ან ვირუსის გადადების წყარო იყვნენ. ძაღლი ამჟამად კარანტინშია მოთავსებული.