ოკუპანტების მიერ გატაცებული ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია
ამობეჭდვა · 28 / 02 / 2020 21:02
ოკუპანტების მიერ გატაცებული ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ გატაცებული ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვის მკვიდრი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.

70 წლის ელდარ გუნდიშვილი ოკუპანტებმა 27 თებერვალს თავისი სახლიდან 800 მეტრში დააკავეს, როდესაც ის ახლომდებარე ტყეში შეშაზე იყო წასული და უკან ბრუნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის ადგილას არ არის მავთულხლართები, გუნდიშვილი ზემო არცევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.