„უსაფრთხოება და არა შიში“ - სალომე ზურაბიშვილი სამედიცინო ნიღბით გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
ამობეჭდვა · 29 / 02 / 2020 10:06
„უსაფრთხოება და არა შიში“ - სალომე ზურაბიშვილი სამედიცინო ნიღბით გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

#SafetynotFear! - ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებული კამპანია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაიწყო. როგორც პრეზიდენტის ინსტაგრამის გვერდზე გავრცელებულფოტოებშია ასახული, სამედიცინო ნიღბით აღჭურვილი ზურაბიშვილი ავტობუსით გადაადგილდება.

„მოდით, გავავრცელოთ #SafetynotFear! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას“, - აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“.