მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია „რეინიარმა“ სიხშირეების რაოდენობა გაანახევრა
ამობეჭდვა · 29 / 02 / 2020 13:07
მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია „რეინიარმა“ სიხშირეების რაოდენობა გაანახევრა

ავიაკომპანია „რეინიარმა“ მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად ოთხისა, კვირაში ორი სიხშირით იფრენს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.

უწყების ცნობითვე, რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები, დღეის მდგომარეობით, არ განხორციელდება.