საქართველოში კორონავირუსის მე-3 შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 29 / 02 / 2020 13:15
საქართველოში კორონავირუსის მე-3 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს.

მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე COVID-19 საქართველოს 2 მოქალაქეს დაუდასტურდა. ერთ-ერთი ირანში იყო ნამყოფი, მეორე - იტალიაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.