ტომ კრუზი კორონავირუსის გამო ვენეციაში საკარანტინო სივრცეში მოათავსეს
ამობეჭდვა · 29 / 02 / 2020 14:20
ტომ კრუზი კორონავირუსის გამო ვენეციაში საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი და ფილმ „შეუსრულებელი მისიის“ მეშვიდე ნაწილის გადამღები ჯგუფის სხვა წევრები ვენეციის "Gritti Palace Hotel"-ში კარანტინში მოათავსეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის წევრების უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.

წინასწარი ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს.

ტომ კრუზი იტალიაში 20 თებერვალს ჩავიდა, ის სასტუმროში 1-ელ მარტამდე დარჩება, სანამ საბოლოოდ გადაწყდება ფილმის გადაღებების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასშტაბით, COVID-19 უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული და 80 ათასამდე ადამიანი ინფიცირებული.