კორონავირუსით ფეხბურთელი გარდაიცვალა - COVID-19-მა 23 წლის სპორტსმენი იმსხვერპლა
ამობეჭდვა · 29 / 02 / 2020 19:59
კორონავირუსით ფეხბურთელი გარდაიცვალა - COVID-19-მა 23 წლის სპორტსმენი იმსხვერპლა

მსოფლიო ფეხბურთში კორონავირუსს პირველი მსხვერპლი მოჰყვა. დაავადებამ 23 წლის ირანელი ფეხბურთელი ქალი, ილჰამ შეიხი იმსხვერპლა.

ილჰამ შეიხი ფუტსალში გამოდიოდა და ირანის ქალთა ეროვნულ ნაკრების წევრიც იყო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი 50-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 80 ათასს აღწევს , ხოლო დაღუპულია დაახლოებით 3 ათასი ადამიანი. ირანი COVID-19-ის გავრცელების ერთ-ერთი მასშტაბური კერაა, სადაც 250-მდე ადამიანია დაინფიცირებული.

popsport.com