სიმღერა, რომლითაც თორნიკე ყიფიანი ევროვიზიაზე წარდგება (ვიდეო)
ამობეჭდვა · 03 / 03 / 2020 10:12

"პირველი არხის" გადაცემა, „ახალი დღის“ ეთერში ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am (მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ) და ვიდეოს პრეზენტაცია შედგა.

სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსი 12, 14 და 16 მაისს როტერდამში გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.