მთაწმინდაზე წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 04 / 03 / 2020 16:55
მთაწმინდაზე წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პ. მელიქიშვილის ქ. N6-6ა-ში წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შედეგად, 55 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ. აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.

აღნიშნულ სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 51 314 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.