ასათიანის ქუჩის N54-ში არსებული ეზოს კეთილმოწყობის სამუშაობი მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2020 13:33
ასათიანის ქუჩის N54-ში არსებული ეზოს კეთილმოწყობის სამუშაობი მიმდინარეობს

ასათიანის ქუჩის N54-ში არსებული ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე, დაზიანებული ასფალტის ფენას იღებენ.

პროექტის ფარგლებში, 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. პარალელურად, მთაწმინდის გამგეობა, ეზოს მიმდებარე ტერიტორიის დასასვენებელ სივრცედ მოწყობის თაობაზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

პროექტის მიმდინარეობას, მთაწმინდის რაიონის გემგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია, შპს “სუხო” ასრულებს.