ჭელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა
ამობეჭდვა · 06 / 03 / 2020 11:10
ჭელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მათ შორის გზის მოწყობა ჭელიძის ქუჩაზე ხორციელდება.

სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - შალვა ოგბაიძესთან და გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გზების მოწესრიგება. გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატება. ადგილობრივი მცხოვრებლები კი,
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებენ”, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, 100 531 ლარი არის გათვალისწინებული.