„არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი“ - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 08 / 03 / 2020 17:09
„არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძის მისამართით გუშინ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის და სოციალურ ქსელში წერს:

„არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.

სიყვარული გვაერთიანებს“, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ გუშინ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

“ამირან გამყრელიძე – კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს”, – ეს იქნებოდა დღევანდელი ამერიკული ბეჭდური პრესის და ელექტრონული მედიის მთავარი ჰედლაინი, ამერიკაში რომ გამყრელიძისნაირები ხვდებოდნენ ლამის სიაიეის დონის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულების, CDCის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ხელმძღვანელობაში. ეს, რაც შეეხება ჰედლაინებს. და ისე მისი ბუნდღა აღარ იქნებოდა უკვე დატოვებული”, – წერს ნიკა გვარამია.შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.