პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2020 13:29
პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო. პროგრამის მიზანი შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.

პროგრამა ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ითვალისწინებს.

სასწავლო კურსებს თბილისის მერია სრულად აფინანსებს. თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა ორ თვეს შეადგენს. სასწავლო პროცესი, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. პროფესიული სწავლების მიმართულებები:

ა.(ა)ი. პ. კოლეჯი „იკაროსი“
1. სარესტორნო საქმის მწარმოებელი (მიმტანი);
2. კონდიტერი (პურ-ფუნთუშეული);
3. მზარეული - ქართული სამზარეულოს ფქვილოვანი ნაწარმი;
4. მზარეული - ქართული სამზარეულო;
5. კონდიტერი - ტორტების მომზადება და დეკორი;
6. მზარეული - მსოფლიო სამზარეულო;
7. სასტუმროს საქმის მწარმოებელი (მიმღებ რეცეფციონისტი) - სტუმრის
მიღება-განთავსება სასტუმროში; სასტუმროს დაჯავშნის მომსახურება;
დარგობრივი ინგლისური ენა; (პროგრამა ოპერა);
8. საიუველირო საქმის მასალათმცოდნეობა (ძვირფასი ქვებისა და ლითონების გარჩევა და შეფასება);
9. სასტუმროს საქმის მწარმოებელი (ჰაუსქიფინგი) - სასტუმროს
დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა;
10. ბარმენი;
11. მზარეული - ყასაბი (ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების კერძების მომზადება);
12. მებაღე დეკორატორი;
13. სასტუმროს საქმის მწარმოებელი (სამრეცხაოს მომსახურება) - სამრეცხაოს მომსახურების უზრუნველყოფა - უსაფრთხოების ზომების კონტროლი;
14. ბარისტა;
15. სარესტორნო საქმის მწარმოებელი (რესტორატორი);
16. სტუარდინგი;
17. ღვინის გიდი;
18. კონდიტერი - საკონდიტრო დიზაინი (შოკოლადი-კარამელი);
19. თბილისის გიდი;
20. აზიური სამზარეულო;
21. იტალიური სამზარეულო;
22. მზარეული;
23. სომელიე;
24. საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება - ავტორიზებული (განხორციელების ადგილი - სს გუდვილი);
25. საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება - (განხორციელების ადგილი - შპს „ჯი ემ თი მთაწმინდა“);
26. ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადების ტექნოლოგია - (განხორციელების ადგილი - „კარფური“);
27. პურ-ფუნთუშეული/ფენოვანი ცომით ნამცხვრების მომზადება - (განხორციელების ადგილი - „კარფური“);
28. კერძების მომზადების ტექნოლოგია - (განხორციელების ადგილი - რესტორანი „პური გულიანი“).

ს. ს.ი.პ. კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“
1. ამზომველ-ტოპოგრაფი;
2. ინფორმაციული ტექნოლოგიები;
3. კომპიუტერული გრაფიკოსი;
4. ტანსაცმლის დიზაინი და კერვა;
5. ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი;
6. მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი;
7. მსუბუქი ავტომობილის დიაგნოსტირება.

ს. ს.ი.პ. კოლეჯი „მერმისი“
1. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი;
2. ტყავის აქსესუარების კერვა;
3. მზარეული;
4. სტილისტი (ქალი);
5. ფილამწყობი;
6. ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება;
7. კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების საშუალებით რიცხვით
პროგრამული (დანადგარების მართვა (CNC, ლაზერული ჭრის
დანადგარი);
8. ელექტრიკოსი;
9. ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტიკა და სერვისი.

ს. ს.ი.პ. კოლეჯი „სპექტრი“
1. ამზომველ-გეოდეზისტი;
2. ელექტრიკოსი;
3. შემდუღებელი (ელექტრორკალური);
4. ავტომექანიკოსი;
5. კონდიცირების სისტემის მემოტაჟე;
6. სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემოტაჟე;
7. დურგალი (ლამინირებული ავეჯის დამამზადებელი);
8. თაბაშირმუყაოს სპეციალისტი;
9. მღებავი;
10. მეფილე-მომპირკეთებელი;

სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება.
შერჩევის კრიტერიუმები:
 ქ. თბილისში რეგისტრაცია;
 საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
 მინიმალური ასაკი 18 წელი;
 გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს. პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. პროგრამებზე რეგისტაცია მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად (პროგრამაში მონაწილე კოლეჯების ვებგვერდებზე), ისე კოლეჯებში. რეგისტრაციის ვადები: 2020 წლის 9 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამაში მონაწილე პროფესიულ კოლეჯებს:

სპექტრი - http://www.spectri.org
მის: ბესარიონ ჭიჭინაძის ქ N10; ტელ: 2 40 16 87; 577 752 474; 577 17 16 76;
იკაროსი - http://www.icarus.ge 
მის: მარშალ გელოვანის გამზ. N4; ტელ: 032 2 37 39 81; 577 200 742; 577 500 441;
მერმისი - http://www.mermisicollege.edu.ge
მის: დ. გურამიშვილის ჩიხი N 9/ა; ტელ: 2 14 78 87; 577 504 474;
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი - www.profgldani.ge
მის: გლდანი მე-5 მკ/რ, ხიზანიშვილის ქუჩა (ახალი საცურაო აუზის მიმდებარედ).
ტელ: 032 2 14 03 14; 570 50