"ჩემ მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი" - N14 პაციენტის მეუღლე საზოგადოებას მიმართავს
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2020 18:46
"ჩემ მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი" - N14 პაციენტის მეუღლე საზოგადოებას მიმართავს

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული N14 პაციენტის მეუღლე, მიკა ძიძიგური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:

"მეგობრებო! ჩემ მეუღლეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. დაინფიცირების წყარო იგივეა(იტალიიდან ჩამოსული ადამიანებისგან)ანუ სხვა ახალი წყაროდან არა.რაც ძალიან კარგია.ანუ არის 14-ე დაინფიცირებული. კარგად არის აქვს მხოლოდ დაბალი სიცხე. მე და ჩემი შვულები ვართ თვითიზოლაციაში გაგების დღიდან და არ წარმოვადგენ იფიცირების წყაროს,იმ შემთხვევაშიც თუ მეც აღმომაჩნდება ვირუსი. ამ სტატუსის დაწერის მიზეზი არის ის,რომ მინდა პასუხისმგებლობით მოვექცეთ ამ ვითარებას. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრისგან. დავიცვათ ყველა წესი რასაც გვთავაზობენ ექიმები.- ეს მე არ დამემართება გამორიცხეთ. დათო კარგადაა არ იდარდოთ. ბოდიშით თუ ზარს ვერ ვპასუხობ,გაუჩერებლად ვლაპარაკობ ტელეფონზე. მადლობა", - წერს ძიძიგური.